Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრის სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს

ცხადდება კონკურსი 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანება  N 382/02-01  21.11.2025).  

თხოვთ ყურადღებით გაეცნოთ კონკურსში მონაწილეობის წესს (დანართი). 

დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები:

2025 წლის 24 ნოემბრის 11:00 საათიდან  27 ნოემბრის 18:00 საათამდე.

სტიპენდიის მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ თსუ-ს III კორპუსი 107 ოთახში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შესვენება 13:00-14:00 საათი.

გაცვლითი პროგრამის სტუდენტები განცხადებას აგზავნით chancellery.pes@tsu.ge

წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 01 დეკემბერი.

 

კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა უნდა წარმოადგინოთ:

  • პირადობის მოწმობის ასლი. 
  • საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი (საქართველოს ბანკიდან). 
  • 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის (2025 წლის 5 თებერვლიდან 2025 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით (ადმინისტრაციული რეგისტრაციის დაწყებამდე)):
  • სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.მიმდინარე სემესტრში (2025 წლის 15 აგვისტოდან დათარიღებული საბუთი)
  • სოციალურად მოწყვლადი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  • ოკუპირებული ტერიტორიაზე ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრის სტუდენტები.

 

განცხადების ფორმას და ამონაწერს სასწავლო ბარათიდან მოგაწვდით ადგილზე.

 

გისურვებთ წარმატებებს!

თარიღი: 21/11/2025